ბეზოსი უსახლკარო ოჯახებს $100 მილიონით დაეხმარება

5

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი უსახლკარო ოჯახების დახმარებისათვის შესაბამის ორგანიზაციებს 96,2 მილიონ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.

გამოცემის ცნობით, თანხები Bezos Day One ფონდის მეშვეობით 32 არაკომერციულ ორგანიზაციისთვის გამოიყო.

ფონდის დაარსების დღიდან, 2018 წლიდან, ბეზოსი ყოველწლიურად გამოყოფს თითქმის 100 მილიონ დოლარს უსახლკარო ოჯახებისთვის. საერთო ჯამში, ფონდმა ამ დროისთვის სულ 398 მილიონი დოლარის შემოწირულება გაიღო.

აღნიშნული თანხა  ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში,  მუშების დასაქირავებლად და უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლის გასარემონტებლად იქნება მიმართული.

ბეზოსი მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში, მისი ქონება 205,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Comments
Loading...