ბეგლარ სიორიძე სომხეთის საკონსულოს საზეიმო მიღებას დაესწრო

340

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით ბათუმში საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც სომხეთის გენერალურმა კონსულმა იეღიშე სარგსიანმა ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე მეუღლესთან ერთად მიიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

"საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. სომხური მოსახლეობა ოზურგეთის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ მეგობრულად და პატივისცემით ვცხოვრობთ ერთმანეთის გვერდით", – განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

Comments
Loading...