ბახტაძე: ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი გახლავთ ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტი

57

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი გახლავთ ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ფაქტობრივად სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს საქონლით ვაჭრობის ნაწილში, ვიდრე ვახორციელებთ ექსპორტს, და იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის საწვავზე, და ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ ეკოლოგიას.

ამასთან ერთად, ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოს, ვინაიდან ამ პროექტით მნიშვნელოვნად შემცირდება ის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში გვაქვს. ამასთან ერთად, ჩვენ მნიშნელოვან შეღავათებს დავაწესებთ სალიზინგო სქემებზე, რომლის მიხედვითაც, მოქალქე, რომელსაც დღეს შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი ჰყავს, ეკონომიკის ხარჯზე, რაც საწვავის ხარჯიდან გამომდინარე ექნება, გადახდის ავტომობილის რეგულირებას და ფაქტობრივად 5 წლის განმავლობაში გამოისყიდის ახალ ელექტრომობილს”, – განაცხადა ბახტაძემ.

Comments
Loading...