ბახტაძე ლარის კურსზე: ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა ძალიან მაღალი დონის პროფესიონალიზმი

73

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს არა მხოლოდ მდგრადი კონტექსტით და ინკლუზიურად, არამედ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის დონის შემცირება, მათ შორის საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ლარის კურსს და ეროვნული ბანკის ქმედებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი.

ამავე დროს, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთის მხრივ, ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორეს მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე აუცილებლად უნდა შევამციროთ. ეს ორივე ამოცანა არაა ადვილი, მაგრამ არის ურთიერთ თავსებადი. ბევრი არგუმენტი მომისმენია, რომ ამ ორივე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია, რაც რეალობას არ შეესაბამება და რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, ამის ძალიან კარგი მაგალითია", – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...