ბანკებმა სექტემბერში 2.32%-ით მეტი სესხი გასცეს

3

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 930.93 მლნ ლარით (2.32%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.50%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 41.01 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 576.89 მლნ ლარით (3.00%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 354.04 მლნ ლარით (1.70%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.03%-ით).

ამასთან, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.10%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.46%-ით მეტი).

2021 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.63%-ით, ანუ 326.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 20.42 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით).

Comments
Loading...