ბალვანერა: საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკა

38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯგუფის (EBRD) დირექტორთა საბჭოს 11 წევრს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებისა და ბანკის საქმიანობის გასაცნობად არიან ჩამოსული.

შეხვედრაზე განხილული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ყურადღება გამახვილდა EBRD-ის მხრიდან ეკონომიკური განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე.

“საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკონომიკა და ეს სტრატეგია უკვე ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ, სხვადასხვა მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ძალიან მალე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა გვექნება,” – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

Comments
Loading...