ბაკურიანში, ახალგაზრდული პროგრამის ,,ჰიგიენის მცველები“ -ს ფარგლებში სამდღიანი ტრენინგ კურსი მიმდინარეობს

7

პროგრამის ფარგლებში, მოზარდებს ინტენსიური ტრენინგები უტარდებათ ჰიგიენის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში მათი ჩართულობის შესახებ.

ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები პრაქტიკულ სავარჯიშოებში, ეცნობიან კლუბური საქმიანობის არსს, მენტორების დახმარებით აყალიბებენ უსაფრთხო ჰიგიენის მხარდამჭერ კამპანირბსა და დაგეგმავენ შემდგომ საქმიანობებს.

პროექტში მონაწილეობენ მოზარდები, მათ შორის, თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არსებული სხვადასხვა სოციალური დაწესებულების მომხმარებლები, სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდები, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებისა და თავშესაფრების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები.

პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი 12-17 წლის მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკების და სწორი ჰიგიენური ქცევითი უნარ-ჩვევების შესახებ სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით.

პროექტს ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან(CSDC) პარტნიორობით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

Comments
Loading...