ბათუმის საერთაშორისო ბიზნესფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით თბილისში შეხვედრა გაიმართება

1, 057

ბათუმი მაისში საერთაშორისო ბიზნესფორუმს უმასპინძლებს, რასთან დაკავშირებითაც 4 აპრილს 16:00 საათზე ტექნოპარკში ღონისძიებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე პროექტის ავტორები ისაუბრებენ დაგეგმილი პროექტის შესახებ და საზოგადოებას მის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ასევე საქართველოს ინოაციების და ტექნოლოგიების თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე გამოვლენ სიტყვით.

ასევე, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ღონისძიების სპიკერი გუგა კობახიძე და მ2-ის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილი.

Comments
Loading...