ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ნეიროქირურგი შოთა ინგოროყვა უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

382

19-20 აგვისტოს  ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკიდან" მოწვეული ნეიროქირურგი შოთა ინგოროყვა ადგილობრივ ნეიროქირურგებთან ერთად უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევექსი ავრცელებს.

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კონსულტაციები 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გაგრძელდება. წარმოებს პაციენტების წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05.

Comments
Loading...