24 თებერვალს 11:00 -16:00 სთ-მდე მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული, ბავშვთა ქირურგი ზვიად ბულისკერია და ორთოპედი ლაშა ძიძიგური კონსულტაციებს ჩაატარებენ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ევექსი" ავრცელებს.
მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05