ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მოწვეული ნევროლოგები კონსულტაციებს ჩაატარებენ

345

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული ქირურგი და ნევროლოგები  კონსულტაციებს ჩაატარებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევექსი ავრცელებს.

23 ივნისს  11:00 -16:00 სთ-მდე მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული  ნევროლოგები – ნანა ტატიშვილი, თამარ ყიფიანი და  ბავშვთა ქირურგი ზვიად ბულისკერია  კონსულტაციებს ჩაატარებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები.

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05.

Comments
Loading...