ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის, Amazon-ი 1,13 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა

17

იტალიის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა, ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის, კომპანია Amazon 1,13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

იტალიელმა მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ Amazon-ის ქმედებებმა ზიანი მიაყენა ოპერატორებს, რომლებიც ელექტრონული კომერციის ლოგისტიკური სერვისებს უზრუნველყოფენ.

“Amazon-მა, იტალიის შუამავლების ბაზარზე საკუთარი დომინანტური პოზიციით ისარგებლა და Fulfillment by Amazon პროგრამა Amazon.it-ზე ლოგისტიკური სერვისების პროგრამისთვის გამოიყენა. ეს ზიანს აყენებს კონკურენტ ოპერატორებს, რომლებიც  ლოჯისტიკურ მომსახურებას ახორციელებენ და  აძლიერებს Amazon-ის დომინანტურ პოზიციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ფულადი ჯარიმისა, მარეგულირებელმა Amazon-ს ყველა შეუსაბამობის გამოსწორება დაავალა.

გასულ თვეს იტალიურმა ანტიმონოპოლიურმა სასამართლომ ამერიკული კომპანიები Amazon და Apple 200 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა.

Comments
Loading...