“ბავშვთა სამყარო”-ს მოვაჭრეების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

499

"ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიში გაიხსნა. ს.ს. "სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობის ინიციატივით, ანგარიში სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ შექმნა. დაზარალებულების დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვილ თანხას, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გადაანაწილებენ და ის აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს მოხმარდება. 

დახმარების თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

ს.ს. "თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002

ს.ს. "ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602

ს.ს. "ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608

მიმღები – ააიპ სავაჭრო – კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.

ასევე შეგიძლიათ  განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი საქართველოს ნებისმიერი ოპერატორის "მაგთის", "ჯეოსელის", "ბილაინის" აბონენტებმა შემდეგ ნომერზე 0 901 901 959 

ზარის ღირებულება 1 ლარი. 

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება მოუწოდებს სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებს თუ რიგით ადამიანებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ  თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

Comments
Loading...