“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

485

"ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ საქველმოქმედო ანგარიში შექმნა, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ჩარიცხულ თანხას ყველა დაზარალებულის რეაბილიტაციისათვის სათანადოდ  გადაანაწილებენ. 

დახმარების თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

ს.ს. "თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002

ს.ს. "ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602

ს.ს. "ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608

მიმღები – ააიპ სავაჭრო – კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.

ასევე შეგიძლიათ  განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი საქართველოს ნებისმიერი ოპერატორის "მაგთის", "ჯეოსელის", "ბილაინის" აბონენტებმა შემდეგ ნომერზე 0 901 901 959 

ზარის ღირებულება 1 ლარი.

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება მოუწოდებს ადამიანებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ  თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

Comments
Loading...