“ახალი საქართველო” საგარეო უწყებასთან ითანამშრომლებს

402
"პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს" ლიდერები დღეს საგარეო საქმეთა სამინისტორსი იმყოფებოდნენ. უწყებაში გამართულ შეხვედრაზე, ისაუბრეს კონგოში დატყვევებული მფრინავის, იოსებ ოსორაულის საქართველოსი დაბრუნების შესაძლებლობებზე. პარტიის წევრებმა, სესთავაზეს საგარეო უწყებას, საკუთარი კონტაქტებისა და შესაძლებლობების მაქსმიმალური გამოყენება, დაქმის დაჩქარების მიზნით.
 
"შევხვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს. შევთავაზეთ დახმარება ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყდა, რომ ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით, ქართველი მფრინავის ძიების პროცესში. ხვალ და ზეგ, ვიზიტიტ მივემგზავრები კიევში.  გავმართავ შეხვედრებს ამ თემასთან დაკავშირებით და გამოვიყენებ ყველა კონტაქტს, რაც უკრაინულ მხარეს გააჩნია. მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქესთან ერთად, გატაცებულები იყვნენ უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეებიც. სამწუხაროდ, ჩვენი ინფრომაციით უცხოელი მფრნავები გარდაცვლილები არიან. მათი გადასვენება უკვე მოხდა სამშობლოში. ჩვენ მივმართავთ ყველა ღონეს, რათა დავაბრუნოთ ქართველო მფრივანი სახლში", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 
 
საგარეო საქმეთა სმაინისტროდან გამოსვლის სემდეგ, კომენტარი გააკეთა, "ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრმა, ნანა ტოხვაძემაც. 
 
"შედგა პრეცენტენტი, როდესაც ოპოზიცია და სახელმწიფო უწყება ურთიერთთანამსრომლობით და ერთიანი ძალებით, ცდილობენ საქართველოს მოქალაქის, იოსებ ოსორაულის სამშობლოში  დაბრუნებას. ქართველი მფრინავი კონგოში 27 იანვარს დაატყვევეს. მას შემდეგ ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები. ამ ეტაპზე კი კომუნიკაცია საერთოდ არ არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე,  საგარეო უწყებას ჩვენ შევთავაზეთ დახმარება და ჩვენი პირადი კონტაქტების გამოყენება საქმის დროულად წარმართვისთვის", – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.
Comments
Loading...