“ახალი საქართველო” თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას განაგრძობს

374

პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, დღეს სამუშაო ჯგუფებს შეხვდა და დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე, მათი ხედვები მოისმინა. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, ბიუროკრატიის შემცირება იყო.

"200 ზე მეტი ადამიანი ჩაერთო ჩვენს პროექტში. დაკომპლექტდა ჯგუფები, რომლეიც დდაქალაქში არსებულ სხვადასხვა სახის პრობლემებზე მუშაობენ. უკვე გავმართეთ რამდენიმე ნაყოფიერი შეხვედრა. დღევანდელი შეკრების მთავარი თემა კი დებიუროკრატიზაციაა. მოვისმინეთ ერთმენთის ხედვები, როგორ დავამარცხოთ ბიროკრატია და გავხადოთ მომსახურება გამჭირვალე. დაინტერესებული პირებისგან დაკომპექტებული გუნდები მუშაობენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებელი, საცობები, პარკირება და სხვა. რაც ყველაზე მთავარია, სამუშაოების დასრულების შემდეგ, გეგმა წარედგინება დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს", – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, "ახალმა საქართველომ" დედაქალაქის პრობლემებზე სამუშაოდ ღია CALL ერთი თვის წინ გამოაცხადა. რის შემდეგაც, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინფრასტრუქტურული პრობლემები, უნებართვო მშენებლობები,ბიუროკრატიის შემცირება, სოციალური და კულტურული საკითხები, ჰაერის დაბინძურება, პარკირება და ავტოფარეხების პრობლემა, ახალი თბილისის იერსახე და სხვა. სამუშაო პროცესში 200-მდე დაინტერესებული პირი ჩაერთო. გეგმის შემუშავებაზე ჯგუფები მაისის ბოლომდე იმუშავებენ. დასრულების შემდეგ, კი გეგმა საჯაროდ წარედგინება თბილისის მერიასა და საკრებულოს.

Comments
Loading...