“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვნელი 109-ე ბაღში იმყოფებოდა

177
"ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვნელი, 109-ე ბაღში იმყოფებოდა სადაც ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლების აქცია გაიმართა. თეონა ჭალიძე აქციის მონაწილეებს გაესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით იგეგმება ისანში მდებარე ბაგა-ბაღის დემონტაჟი.
 
" ბავშვების უსაფრთხოება და მათი ინტერესები არის პრიორიტეტული, ამიტომ მოვითხოვ ჩატარდეს 109-ე  ბაგა-ბაღის შენობის ორივე ფლიგელის განმეორებითი ექსპერტიზა!
 
ასევე, გასაჯაროვდეს იმ ბაგა-ბაღების ექსპერტიზის დასკვნები, სადაც იგეგმება 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების გადანაწილება. ამ ბაღში 750 ბავშვი და 107 თანამშრომელია და მათი ბედი გაურკვეველია.
 
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, 2018 წლის 16 მარტს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გაუგზავნა საინჟინრო დასკვნა ( #001616818). ვითხოვ პასუხს კითხვაზე, რატომ გასაჯაროვდა ეს დასკვნა მხოლოდ 2018 წლის 17 აპრილს?! ერთი თვის განმავლობაში რას აკეთებდა ბაღების მართვის სააგენტო?
 
აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა 109-ე ბაგა-ბაღის დახურული ფლიგელი. ამ ბაღის დახურული ფართობის აღდგენა-რეკონსტრუქცია თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ მოახდინა. სამუშაოები თბილის მერიის ბიუჯეტიდან 325 000 ლარით დაფინანსდა. საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ თბილისის მაშინდელი მერი,  დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა პირები.
 
ანუ რასთან გვაქვს საქმე? 2015 წელს გაარემონტეს, ისე რომ შენობა თურმე ავარიული იყო თუ ორ წელიწადში გახდა ავარიული? ამ პერიოდში საბედნიეროდ მიწისძვრა არ ყოფილა. საინტერესოა რამ გამოიწვია შენობის სეისმომდგრადობის დაქვეითება?
 
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შენობის ოთახების დათვალიერების დროს, შენობის ზედა სართულებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს შენობას დაზიანებები არ გააჩნია. გამოდის რომ თბილისის მერიამ ფასადურად შეალამაზა ტერიტორია, გაფლანგა 325 000 ლარი და რაც ყველაზე მთავარია, ამ დროის განმავლობაში ბავშვები იყვნენ საფრთხის ქვეშ. აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისმა პირებმა", – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
Comments
Loading...