“ახალი საქართველოს” ოფისში, დღეს უფასო სასადილოებში არსებულ საკვების ხარისხზე ისაუბრეს

413

პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, უსაფო სასადილოებში მზადდება უხარისხო და საკვებად უვარგისი პროდუქტი, დარღვეულია მომზადების წესი, შემცირებულია ნორმით დადგენილი ულუფა და დარღვეულია ასევე სანიტარული ნორმები. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის წევრებმა, უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარის ვიდეო-ჩანაწერიც გაასაჯაროვეს, რომელიც სასადილოებში საკვების ხარისხზე საუბრობს. ჩანაწერში, პიროვნება ადასტურებს, რომ ბენეფიციართა ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალში, ხელმოწერები მართლაც ყალბდება და ბენეფიციართა ნაცვლად, ხელს სასადილოს თანამშრომლები აწერენ. 

" დღეს წარმოგიდგინეთ ბენეფიციარების მიერ უფასო სასადილოებიდან გამოტანილი საკვები, ვიდეო და აუდიო-მასალა, სადაც საკვების შესახებ ბენეფიციარების განცხადებებია დაფიქსირებული, შეგიძლიათ ნახოთ, რომ ამ საკვებს ცხოველი თუ შეჭამს, პირუტყვივით ეპყრობიან ამ ადამიანებს. სწორედ  ამის გამო 20 ათასზე მეტი ადამიანი არ დადის სასადილოში.  ამ ფულს კი მერიის მაღალი თანამდებობის პირები ჯიბეში იდებენ, გამგეობის ჩინოვნიკები და საკრებულოს წევრები. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, კვირის განმავლობაში ამ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს გადავცემთ და ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოვითხოვთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხემლძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, უფასო სასადილოებით მოსარგებლე ბენეფიციარები, მასთან პირად საუბარში ადასრურებენ, რომ ხელმოწერების გაყალბება ხდება და ხშის შემთხვევაში, მათ ნაცვლად სასადილოს თანამშრომლები აწერენ ხელს.

"ეს ყოველივე ხდება ყალბი სურათის შედაგნენად, თითქოსდა სასადილოებით, ყოველდღიურად ყველა ის ბენეფიციარი სარგებლობს, რომელიც ძირითად სიაში იმყოფება" – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

Comments
Loading...