ახალი საქართველოს ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა

364

შედგა დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით. განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებები და სამომავლო სამოქმედო სტრატეგიები. მომუშვე პარტიები ესაუბრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ კონსტიტუციონალისტს, ბოსტონის უნივერსიტეტის კონსტიტუციური სმამართლის მკვლევარის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, მალხაზ ნაკაშიძეს.  მან საკუთარი ხედვა გააცნო შეკრებულებს და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია, რომელიც დღეს არსებობს არის არასამართლიანი და თუ ის ამ ცვლილებებით შევა ძალაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება მმართველი პარტიის ძალაუფლება და ვეღარ მოხდება ამის დაბალანსება.

"მთავარი და ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება აღარ იქნება ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. ხალხს აღარ მოუსმენენ და ხალხის ხმა აღარ იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას სადაც პრეზიდნეტს აღარ ავირჩევთ. დღეს მოვუსმინეთ ამერიკაში მოღვაწე პროფესორებს, რომლებმაც ასევე გააკეთეს დასკვნა. სამწუხაროდ ისინი ნეგატიურად აფასებენ მიმდინარე პროცესებს", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუციაში" 15 მდე ოპოზიციურ პარტია და არასამთვრობო ორგანიზაციაა ჩართული. ოპოზიციური პარტიები გეგმავენ ტელე-ხიდის საშუალებით გაესაუბრონ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე კონსტიტუციონალისტებს. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები.

Comments
Loading...