ახალი რეკორდი ტურიზმის სფეროში – 2016 წელს საქართველოს 6,350,825 მოგზაური ეწვია

484

2016 წელს საქართველოს 6,350,825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449,731-ით მეტია. ( ზრდა+7.6%). 2016 წელს 19%-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაჰყვეს 2,714,773 შეადგინა, რაც 432,802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინსტრაცია ავრცელებს.

2016 წელს საქართველოში მოგზაურთა საუკეთესო ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი 1,523,075 (+9.3%), სომხეთი 1,496,246 (+1.9%), თურქეთი 1,254,089 (-9.9%), რუსეთი 1,037,564 (+12.0%) და უკრაინა 172,631 (+21.8%) საერთაშორისო მოგზაური ეწვია. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს.

როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბრის პერიოდში გამოირჩეოდნენ ლატვია +24%, ლიტვა +16%, ჩეხეთი +15%, ბულგარეთი +12% და გერმანია +11%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანი (+485%), ინდოეთი (+199%), საუდის არაბეთი (+116%), ფილიპინები (+89%), ომანი (+75%) და ჩინეთი (+46%).

მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1,684,914,617) აშშ დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წლის საბოლოო მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%. 2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,479,633 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Comments
Loading...