ახალი რეგულაციებით, მარცხენასაჭიანი ელექტრომობილის ფასი 17 ათას ლარამდე გაიზრდება

65

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 60%-იდან 20%-ით შემცირდება. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ნინო წილოსანმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში, რომელიც აწესებს დიფერენცირებულ საგადასახადო შეღავათს მარჯვენა და მარცხენა ჰიბრიდული ავტომობილებისთვის.

“ამ ცვლილებით, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით ნაცვლად არსებული 60%-ისა. რეალურად, იმპორტიორებს გაეზრდებათ მარჯვენასაჭიანი ელექტრომანქანის შემოყვანისას აქციზის გადასახადი. ასევე, დამატებით განისაზღვრა მარჯვენასაჭიანი ელექტომანქანების აქციზის განაკვეთი და წლოვანების მიხედვით იქნება მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთის 100-ზე ნამრავლი. ჩვენი პრიმიტიული კვლევის შესაბამისად, თუ 2012 წლის მარცხენასაჭიანი ელექტრომობილი ღირდა 14 ათასი ლარი, ჩვენი ახალი რეგულაციებით, ის დაახლოებით 17 ათას ლარამდე გაიზრდება, რაც გარკვეულ შემთხვევაში იქნება წამახალისებელი პირობა, რომ იმპორტიორებმა და ასევე მომხმარებლებმა შემოიყვანონ მარცხენასაჭიანი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები”, – განაცხადა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მანვე ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც საჭირო გახდა მარჯვენასაჭიანი ელექტრო და ჰიბრიდული “ავტომობილების რეგულაციასთან დაკავშირებით” კანონპროექტის შემუშავება.

“საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წელს მივიღეთ ცვლილება, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვარს, რის საფუძველზეც დაწესდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განსაზღვრული აქციზის სამმაგი ოდენობით დაბეგვრა, რის აუცილებლობაც გამოწვეული იყო უსაფრთხო მოძრაობის პრინციპებიდან გამომდინარე. ამავე ცვლილების თანახმად, ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტისას დაწესდა 60%-იანი შეღავათი აქციზური გადასახადის გადახდისას, თუმცა, აქვე არ მოხდა მარჯვენასაჭიანი და მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების დიფერენციაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ ელექტროძრავიანი ავტომანქანები იმპორტისას სრულად არის გათავისუფლებული აქციზის გადასახადისგან. ამ ცვლილებას ასევე არ დაურეგულირებია მარჯვენასაჭიანი ელექტროავტომობილები. ელექტროავტომობილების ბაზარი საკმაოდ მზარდია.

ამასთან, ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა ელექტროავტომობილების ხელშეწყობა, თუმცა, აუცილებელია იყოს დიფერენციული მიდგომა მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების კუთხით. უსაფრთხოების პრინციპი უნდა იყოს უპირატესი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

Comments
Loading...