ახალდაბაში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზის მოწყობა ამჯერად ახალდაბაში, მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ ქუჩაზე გრუნტის გზა იყო, სამუშაოების შედეგად კი, დაახლოებით, 3000-მდე კვ. მ ფართობზე გზის ახალი საფუძველი მოეწყო და ასფალტის საფარი იგება. შედეგად, გადაადგილება ამ ქუჩაზე უფრო კომფორტული გახდება. საგზაო პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 200 220 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. ასფალტის დაგების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

Comments
Loading...