ახალგაზრდული კლუბების ქსელში გაწევრიანებული სტუდენტები კონსტიტუციის საკითხებზე იდებატებენ

375

"საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "დებატების ახალგაზრდული კლუბების" ქსელი, რომლის ფარგლებში გაწევრიანებული არიან საქართველოს მასშტაბით 4 უნივერსიტეტის სტუდენტები, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი ავრცელებს.

7 ივნისიდან კლუბები გადადიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის საგანგებო სამზადისში. მათ ჩუტარდებათ დამატებითი ტრენინგები, სემინარები და საჯარო ლექციები, ხოლო  14 ივნისს დაიწყება საჯარო დებატების კვირეული, რომლის ფარგლებშიც პროექტში გაწევრიანებულ უნივერსიტეტებში გაიმართება საჯარო დებატები თემაზე: “კონსტიტუციის განხილვაში საზოგადოების ჩართვა გამართლებულია".

საჯარო დებატები გაიმართება რამდენიმე ეტაპად:

14     ივნისი 15:00-17:00 საათი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

16 ივნისი 14:00-16:00 საათი ბათუმის შოთა-რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი

20 ივნისი 14:00-16:00 საათი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტი – დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი მიზნად ისახავს სტუდენტების პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დებატების სწავლების გზით სხვადასხვა აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე საჯარო დისკუსიის არსებობის უზრუნველყოფას. 

საჯარო დებატები საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს შორის ჩასატარებელ ღონისძიებათა სერიის ერთ-ერთ აქტივობა, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემის გარშემო საჯარო დისკუსიის ინიცირებასა და პრობლემური საკითხების საზოგადოებრივ სივრცეში განხილვას ემსახურება. მიმდინარე თემა შერჩეულია მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, სტუდენტების  და საზოგადოების სხვა ჯგუფების წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პროექტში ჩართული უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ მასწავლებლები, მოქმედი მოდებატე სტუდენტები, ჟურნალისტები, საზოგადოების აქტიური წევრები.

Comments
Loading...