ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა

25

საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა ნუცუბიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის პრეზენტაცია გამართა, სადაც ,,ბაქო – თბილისი – ყარსის“ სარკინიგზო პროექტის მიზნებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და ასოციაციის გამგეობის წევრები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაცსტუდენტებმა ასოციაციის წევრებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს არა მხოლოდ აღნიშნული პროექტის, არამედ საქართველოს რკინიგზის მიერ დაგეგმილ სხვა პროექტებსა და შესაძლებლობებზე.

,,დღეს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია ტექნიკური უნივერსიტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ შარვაშიძის აქტიური ხელშეწყობით დამხარდაჭერით იმ სტუდენტებს შევხვდა, რომლებმაც სამომავლო პროფესიად რკინიგზელობა აირჩიეს. დაარსების დღიდან ასოციაციის პრიორიტეტი რკინიგზელთა კვალიფიკაციის ამღლება და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება დამხარდაჭერაა. მიხარია, რომ ამ პრეზენტაციამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და საინტერესო დისკუსიაც გაიმართა,“ – აღნიშნა ელგუჯა ნუცუბიძემ.

მისი განცხადებით, ასოციაცია გეგმავს პერმანენტულ შეხვედრებს სტუდენტებთან და იმ მიმდინარე და აქტუალურ პროექტებზე საუბარს, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის ინიციატივითა და ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ ხელშეწყობით, სარკინიგზო მიმართულების წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას იღებდნენ, ხოლო მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სწავლის საფასური 50%-ით ფინანსდებოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ ტექნიკურ უნივერსიტეტში სარკინიგზო-სასწავლო ლაბორატორია დააარსა.

Comments
Loading...