აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელ დირექტორად რაკეშ ნაიკი დაინიშნა

266

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელ დირექტორად რაკეშ ნაიკი დაინიშნა. ენერგო სექტორში რაკეშ ნაიკის წარმატებული კარიერა, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან TATA POWER-თან არის დაკავშირებული. თავდაპირველად ის შუახევი ჰესის პროექტს შემოუერთდა, როგორც ოპერირების დირექტორი, 2020 წლის შემოდგომიდან კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა.

რაკეშ ნაიკმა უზრუნველყო შუახევი ჰესის წარმატებით და ტექნიკური გამოწვევბის გარეშე ექსპლუატაციაში გაშვება. ჰესის ოპერირების ფაზაზე, იგი მართავს საოპერაციო, უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სოციალურ პროცესებს. მისი სურვილია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სოციალური და ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის საკითხები.

,,ჩემთვის დიდი პატივია, საუკეთესო ქართველ ინჟინერთა გუნდთან ერთად ვმართო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტი. შუახევი ჰესი მრავალი წლის მანძილზე, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით, მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. ამავდროულად, ჩვენ  ოპერირების ეტაპზეც დავრჩებით ლიდერები ენერგო სექტორში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით  და მაღალმთიან აჭარაში, ჩვენი მხარდაჭრით, კვლავ არაერთი სოციალური პროექტი განხორციელდება“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაკეშ ნაიკმა.

ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტი შუახევი ჰესი 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში.

Comments
Loading...