მაჭავარიანი: გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ წინ წავიწიოთ რეიტინგებში

30

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 5-7 წელიწადში წინ წავიწიოთ საკრედიტო რეტინგებში, – ამის შესახებ საქართველოსფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ წამყვანი პოზიციები დაიკავოს საინვესტიციო რეიტინგებში, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანიკრიტერიუმის გაუმჯობესება.

“ერთ-ერთი ეს არის ეკონომიკის ზომა ერთ სულ მოსახლეზე. აქ ხუთ წელიწადში ისეთ გარღვევას ვერ მოვახდენთ, რომ პირდაპირ საინვესტიციო რეიტინგშიმოვხვდეთ, თუმცა ყოველწლიურად გვაქვს მდგრადი ზრდა და ვგეგმავთ 5500-6000 დოლარის ფარგლებში ავიდეთ მშპ-სთან მიმართებაში ერთ სულმოსახლეზე შემოსავალის მიმართულებით.

ეს უკვე მოგვცემს შესაძლებლობას, მივუახლოვდეთ საინვესტიციო რეიტინგს. გარდა ამისა, არის სხვაკომპონენტები, რომელიც გავლენას ახდენს საკრედიტო რეიტინგებზე და აქ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს, მათ შორისაა, მიმდინარე ანგარიშისდეფიციტი, რომელიც წლიდან წლამდე მცირდება და ახლა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. პირველად ჩვენს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში ჩვენგვქონდა დადებითი მიმდინარე ბალანსი.

მნიშვნელოვანია ჩვენ გავაგრძელოთ დანაზოგების ზრდა და ფისკალური დისციპლინა, რომლის ძალიან დადებითიტენდენცია გვაქვს. აუცილებელია გავაგრძელოთ ეს პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იოლი, ჩვენ არ შევწირავთ პოლიტიკურ კონიუქტურას დაპოპულიზმს იმ მდგრადობას, რასაც მივაღწიეთ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა გამოიწვევს მნიშვნელოვან ძვრებს, რაც ჩვენ გვჭირდება ეკონომიკაში. კიდევ ერთიფაქტორი, რაც მოქმედებს რეიტინგებზე, ესაა ინსტიტუტების სიმყარე და ეფექტურობა. აქაც ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები და ყველა შესაძლებლობა, აქტიურადგავაგრძელოთ რეფორმები.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მიზანია, ყველა მნიშვნელოვან რეიტინგიში საქართველო შევიდეს ტოპ ხუთეულში. კიდევ ერთი ფაქტორი არის პოლიტიკური სტაბლურობა და ამ კუთხითაც ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანემაჭავარიანმა.

Comments
Loading...