“აწარმოე საქართველოს” პროექტის ფარგლებში ფოთში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება

331

საუბარია, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკერვალო ფაბრიკაზე, რომელსაც თურქული კომპანია "აჭარა ტექსტილი" აწარმოებს.13 ათას 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ობიექტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო,მისი გახსნა, კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, უმოკლეს ვადაში მოხდება.

პროექტის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე თოფურია რამდენჯერმე შეხვდა კომპანიის წარმომადგენლებს და მათ ქალაქში არსებული ბიზნეს გარემო გააცნო.

"აჭარა ტექსტილის" წარმომადგენლები ფოთში 2016 წელს ჩამოვიდნენ,მათ ქალაქის პოტენციალი გავაცანი.ძალიან დაინტერესდნენ და დაახლოებით 2 კვირაში მიიღეს გადაწყვეტილება ფოთში სამკერვალო ფაბრიკა გაეხსნათ.ბევრს მაშინ ეს დაუჯერებლად მიაჩნდა,მაგრამ დღეს ფაქტი სახეზე გვაქვს.საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, უმსხვილესი საწარმო უმოკლეს ვადაში მუშაობას შეუდგება",_ განაცხადა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ.

პირველ ეტაპზე ფაბრიკაში 500 ადგილობრივი დასაქმდება, სამომავლოდ კი მათი რიცხვი სამ ათასამდე გაიზრდება.

Comments
Loading...