აშშ-ში 26 მილიონზე მეტი მოკლე ტექსტური შეტყობინება ღიად ხელმისაწვდომი გახდა

42

აშშ-ში, უსაფრთხოების შესახებ კანონის დარღვევის შედეგად სატელეკომუნიკაციო კომპანია Voxox-ის მონაცემთა ბაზა ღიად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. ამის შესახებ TechCrunch წერს.

კომპანიის სერვერი არ იყო პაროლით დაცული, რის შედეგადაც, ნებისმიერ პირს, რომელმაც იცოდა, თუ სად იყო ძებნის ფუნქცია, შეეძლო რეალურ დროში თვალი ედევნებინა მომხმარებლების მიმოწერას როგორც მოლე ტექსტური შეტყობინებების, აგრეთვე ელექტრონული ფოსტის სახით.

აღნიშნული შეტყობინებების გაანალიზების შემდგომ ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლები ერთმანეთს ხშირად უგზავნიან ისეთი სახის ინფორმაციის შემცველ შეტყობინებებს, რომელთა ასე ღიად გაზიარება რეკომენდირებული არ არის. სერვერზე სამედიცინო ინფორმაციის მიღებაც იყო შესაძლებელი, მაგალითისთვის, შეტყობინებები, რომელთა მეშვეობითაც პაციენტებს ახსენებდნენ დაგეგმილი ვიზიტების შესახებ.

Comments
Loading...