აშშ-ში შავ პარასკევს, ონლაინ გაყიდვებით დახარჯულმა თანხამ რეკორდი მოხსნა

66

შავ პარასკევს – დღეს, როდესაც აშშ-ში ყველზე მასშტაბური გაყიდვები იწყება, თანხა, რაც ამერიკელებმა ონლაინ ყიდვებში დახარჯეს, 6,22 მილიარდი აშშ დოლარია. ამის შესახებ CNBC News წერს.

ეს, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გასულ წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23,6%-ით გაზრდილი ციფრია. ამგვარად, შავმა პარასკევმა ამჯერად რეკორდი მოხსნა. გაყიდვების 80% კი ძირითადად ისეთ ონლაინ მაღაზიებზე მოდის, როგორიც არის Amazon და Walmart.

თუმც, ეს ყველა რეკორდი არ არის, რაც მაგ დღეს მოიხსნა. შავ პარასკევს, 23 ნოემბერს, ეს დღე იყო პირველი ისტორიაში, როდესაც აშშ-ის ყველა ონლაინ მაღაზიის მოგების 33,5% მიღებული იყო მობილური მოწყობილობების შეძენის შედეგად, რაც დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს ცოტათი აღემატება. გასულ წელს კი, ანალოგიური მაჩვენებელი 29,1%-ს შეადგენდა.

მადლიერების დღეს, Adobe-ს ანალიზის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ონლაინ გაყიდვებმა 3,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპერტების ინფორმაციით, 28%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მოლოდ მობილური მოწყობილობების გაყიდვებით მიღებული მოგება კი 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მთლიანობაში, 22 ნოემბერს, ინტერნეტ მაღაზიებში მყიდველების რაოდენობა 8%-ით აღემატებოდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამავდროულად, აღნიშნულია ისიც, რომ ფასები, რაც წლევანდელ შავ პარასკევს იყო აშშ-ში, ისეთივე დაბალი იყო, როგორც გასული წლის ამავე დღეს.

Comments
Loading...