აშშ-ში ყოველმა მეოთხე კომპანიამ თანამშრომელთა ვაქცინაცია სავალდებულო გახადა

4

აშშ-ში ყოველმა მეოთხე კომპანიამ თანამშრომელთა ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

შესაბამისად, აშშ-ში კომპანიების 25%-ში ვაქცინაცია სავალდებულოა. ამასთან, კომპანიების კიდევ 13% გეგმავს ვაქცინის სავალდებულოობის შემოღებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 9 სექტემბერს მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, მან მოსთხოვა მსხვილ დამსაქმებლებს მოითხოვონ ვაქცინაცია ან ყოველკვირეული ტესტირება.

გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის მოთხოვნამ შეიძლება გამოიწვიოს პერსონალის შემცირება და უკმაყოფილება.

ამერიკული ავიაკომპანია United Airlines Holdings-მა თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.

Comments
Loading...