აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მლნ ბარელით შემცირდა

2

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 433,003 მლნ ბარელი. ამის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” წერს.

ბენზინის მარაგები შემცირდა 0,71 მილიონი ბარელით და შეადგინა 211,996 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 0,82 მილიონი ბარელით და შეადგინა 123,685 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Comments
Loading...