აშშ-ში მენთოლაინი სიგარეტის შესაძლო აკრძალვის შესახებ გავრცელებული განცხადების ფონზე BAT-მა $11 მილიარდი დაკარგა

184

ლონდონის ბირჟაზე თამბაქოს კომპანიების აქციების ღირებულება დაეცა, ვინაიდან აშშ-ში გაჟღერდა განცხადება, რომელიც ქვეყანაში მენთოლიანი სიგარეტის ნაწილობრივ ან სრულად აკრძალვას ითვალისწინებს.

ყველაზე მეტად British American Tobacco-ს ფასიანი ქაღალდების ღირებულება დაეცა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ერთიანად 8,4 მილიარდი ფუნტი სტერლინგით, ანუ 10,8 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.

აგრეთვე შესამჩნევად შემცირდა თამბაქოს სხვა კომპანიების ღირებულებებიც. Imperial Brands plc-ის აქციების ღირებულება მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა, აგრეთვე შემცირდა ამერიკული Altria Group-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულებაც და აქციაზე 62,37 აშშ დოლარი შეადგინა.

ეს ყველაფერი კი მას მერე მოხდა, რაც გაჟღერდა განცხადება მენთოლიანი სიგარეტის შესაძლო აკრძალვის შესახებ. Bloomberg-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეს მართლა მოხდება, ყველაზე დიდი დანაკარგი შესაძლოა მართლაც BAT-მა იწვნიოს, რომლის მენთოლიანი სიგარეტების გაყიდვებიც ამერიკის ბაზარზე კომპანიის მთლიანი მოგების 40%-ს შეადგენს.

2017 წელს მენთოლიანი სიგარეტები სრულად აიკრძალა კანადაში, ხოლო ევროკავშირში აკრძალვა ძალაში 2020 წელს შევა.

Comments
Loading...