აშშ-ში, აუქციონზე მთვარის მეტეორიტი 612 ათას აშშ დოლარად გაიყიდა

30

აშშ-ში გამართულ აუქციონზე, მთვარის მეტეორიტი 612 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლი RR Auction წერს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეტეორიტის ნომერია NWA 11789 და სახელად მთვარის ფაზლი ჰქვია. იგი 6 ფრაგმენტისგან შედგება, რომლებიც, როგორც მოზაიკა, ისე ჯდება ერთმანეთში.

კოსმოსური სხეულის წონა 5,5 კილოგრამია. მისი ყველაზე დიდი ნაწილი 3 კილოგრამს იწონის. მისი სიგრძე 18 სანტიმეტრია, სიგანე – 15 სანტიმეტრი, ხოლო სიმაღლე – 10 სანტიმეტრი. მეტეორიტი 2017 წელს, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს.

Comments
Loading...