აშშ უკრაინას გაზსადენ Nord Stream II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

37

შეერთებული შტატები უკრაინას გაზსადენ Nord Stream II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება,-ამის შესახებ აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა, რიკ პერიმ თავის Twitter-ზე დაწერა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, რომ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიმართულებით პოზიციების ერთგულია.

“ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს Nord Stream II-ისა და ნებისმიერი სხვა ენერგიის წყაროს წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც მძევლად შეიძლება გამოყენებულ იქნას არასტაბილური სახელმწიფო სუბიექტების მიერ”, – წერს ის.

ერთი დღით ადრე, უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Nord Stream II-ის საკითხთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებს და უკრაინას საერთო პოზიცია აქვს. მან აღნიშნა, რომ კიევი ქვეყნის ჰიდროკარბონალური რეზერვების განვითარებით დაინტერესებულია.

Comments
Loading...