აშშ-ს კონგრესმა, შათდაუნით გამოწვეული ზარალი 3 მილიარდი აშშ დოლარით შეაფასა

27

როგორც მოსალოდნელია, შეერთებული შტატების ეკონომიკა, ქვეყნის ხელისუფლების მუშაობის ნაწილობრივ შეწყვეტის, შათდაუნის გამო, 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალს ნახავს.

შათდაუნი უკვე 35-ე დღეა, რაც გრძელდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

შათდაუნის გამო, ქვეყნის მშპ 2019 წელს 0,02% იქნება, რაც იმაზე გაცილებით ცოტაა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შათდაუნი გაცილებით მძაფრად აისახება ცალკეულ წარმოებებზე და დასაქმებულებზე, განსაკუთრებით კი იმ ფედერალურ სახელმწიფო მოხელეებზე, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

მთლიანობაში, ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის ეკონომიკამ 5 კვირის განმავლობაში დაახლოებით 11 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. თუმცა, ექსპერტები ელიან, რომ მუშაობის განახლების შემდეგ, დანაკარგების კომპენსირება მოხერხდება.

Comments
Loading...