აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო მედიამაგნატს მილიარდი დოლარის ოდენობით ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს

147

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო 50 წლის ვენესუელელ მედიამაგნატ რაულ გორინ ბალისარიოს, რომელიც ტელეარხ Globovision- ს ფლობდა, 1 მილიარდი დოლარის ოდენობით ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ინფორმაცია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.

ბრალდებები ასევე წაუყენეს ამერიკის ორ მოქალაქეს – 54 წლის ალეხანდრო ანდრადეს, ასევე დომენიკის რესპუბლიკაში, Banco Peravia-ს ყოფილ მფლობელს, 50 წლის გაბრიელ ხიმენესს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ბალისარიომ ანდრადესა და კიდევ ერთ მაღალჩინოსანს “მილიონობით დოლარი” გადაუხადა, რათა ფული გაეთეთრებინათ. მას ასევე კორუფციული სქემით კერძო თვითმფრინავების, იახტების, სახლების და ცხენების შეძენაში ადანაშაულებენ.

ანდრადემ 1 მილიარდი დოლარის ოდენობით ქრთამის აღება აღიარა და დათანხმდა, რომ აშშ-ს მთავრობას ამავე თანხის აქტივებს გადასცემს, ხიმენესმა ასევე ბალისარიოსთან შეთქმულების ფაქტი დაადასტურა. ანდრადეს სასამართლო პროცესი 27 ნოემბერს გაიმართება, ხიმენესის კი – 29 ნოემბერს.

Comments
Loading...