აშშ-სთან სავაჭრო ომის გამო, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა

42

ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მშპ-ის ზრდამ მესამე კვარტალში 6,5% შადგინა. ამგვარად, ქვეყნის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი, 2009 წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული, მინიმუმამდე შემცირდა. ეს ყველაფერი კი მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.

კვარტალურ მაჩვენებლებში, კერძოდ საუბარია აშშ-სთან სავაჭრო ომისა და ვალთან დაკავშირებული რისკების მრავალწლიანი კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

აქამდე სარეიტინგო სააგენტომ S&P Global განაცხადა, რომ ჩინეთი შესაძლოა ვალის აისბერგსა და საკრედიტო რისკების ტიტანიკს შეეჯახოს. სააგენტოს შეფასებით, ჩინეთის მუნიციპალიტეტების ბალანსგარე ვალებმა შესაძლოა 30-40 ტრილიონ იუანს მიაღწიოს, რაც დაახლოებით 4,5 ტრილიონი აშშ დოლარია. ამის მიზეზად კი ინფრასტრუქტურული პროექტები სახელდება.

Moody’s-ის შეფასებით, მუნიციპალიტეტების ფინანსური ორგანიზაციების ვალმა, აგვისტოს მონაცემების მიხედვით, 8,5 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გარდა ამისა, სექტემბერში აშშ-მა, ჩინური საქონლის იმპორტზე 10%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ განაცხადა, რაც 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, სამომავლოდ კი, აღიშნული მაჩვენებელი 25%-მდე გაიზრდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი ჩინეთი ამერიკის ქმედებებს პასუხს გასცემდა, აშშ საბაჟო გადასახადების ამოქმედების მესამე ეტაპზე გადავიდოდა, რაც ჩინური საქონლის იმპორტზე კიდევ 267 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის გადასახადის დაწესებას გულისხმობს.

Comments
Loading...