აშშ რუსეთის მოხელეებს და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს

4

გავრცელდა ცნობა, რომ აშშ გეგმავს 15 აპრილს გამოაცხადოს რუსეთის რამდენიმე ორგანიზაციისთვის და მოხელისთვის სანქციების დაწესების თაობაზე უკვე.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის 30-მდე ორგანიზაციას დაუწესებენ სანქციებს შარშან აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის, ან აშშ-ის მთავრობის და კორპორაციულ საკომპიუტერო ქსელების გატეხვისთვის, იტყობინებიან Reuters-ი და Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

სანქციები სამიზნეა ასევე ათამდე მოხელე, მათ შორის, უშიშროების სამსახურების თანამშრომლები.

ამავე ცნობით, სანქციების ნაწილი გულისხმობს რუსეთის ათი ოფიციალური პირის და დიპლომატის ქვეყნიდან გასახლებას.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე კვირაა მიანიშნებს, რომ ამზადებს სერიოზულ საპასუხო ქმედებას კიბერუსაფრთხოების დარღვევის გამო, რაც კომპანია SolarWinds-ის პროგრამულ უზრუნველყოფას შეეხო.

ამერიკის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები და ტექნოლოგიური ფირმები აცხადებენ, რომ დეკემბერში კიბერთავდასხმა რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს. რუსეთი უარყოფს თავის მონაწილეობას ამ საქმეში.

სანქციები დაწესდება ასევე, როგორც პასუხი 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევაზე.

აშშ-ის სადაზვერვო უწყებების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მთავრობა იდგნენ არჩევნებზე გავლენის მოხდენის ძალისხმევის უკან.

რუსეთმა არაერთხელ უარყო აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის ბრალდება.

Comments
Loading...