აშშ-მა 5 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

35

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, ოთხი ფიზიკური პირისა და ხუთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სირიიდან, ლიბანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სანქციები დააწესა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ აშშ მათ, დამასკოსთვის იარაღისა და ნავთობის მიწოდებაში ადანაშაულებს.

სანქციები ამოქმედდა ლიბანური კომპანია Abar Petroleum-ის, Nasco Polymers-ის, არაბული ფირმა Sonex-ის წინააღმდეგ, რომლებსაც აშშ, სანქციებისთვის ავლის მეშვეობით, სირიისთვის ნავთობპროდუქტებისა და ნედლი ნავთობის მიწოდებაში ადანაშაულებს.

სამინისტროში აგრეთვე ბრალი დასდეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს, რომელსაც ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ვაჭრობაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ მუჰამმედ ალ-კატრიჯს და მის კომპანია Qatirji Company-ს დამასკოსთან კავშირები ჰქონდა და სირიის ხელისუფლებას "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისთვის ნავთობპროდუქტების მიყიდვაში ეხმარებოდა. აშშ-ის ფინანასთა სამინისტროში აგრეთვე აცხადებენ, რომ კომპანიას ერაყიდან სირიაში იარაღიც შეჰქონდა.

Comments
Loading...