აშშ-მა, ჩინური საქონლისთვის საბაჟო გადასახადების გაზრდის თარიღი 2 მარტისთვის გადადო

73

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობამ ოფიციალურად შეცვალა ჩინური საქონლისთვის დაგეგმილი საბაჟო გადასახადის 200 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდის თარიღი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბაჟო გადასახადის 10-დან 25%-მდე გაზრდის თარიღი 1 იანვარი იყო, ახლა კი 2 მარტი ჩაინიშნა. ამასთან, საბაჟო გადასახადის გაზრდა არ იქონიებს გავლენას ჩინური საქონლის ტექნოლოგიის კატეგორიაზე და კიდევ სხვა ელექტრონულ კომპონენტებზე, რომლებზეც უკვე მოქმედებს 25%-იანი საბაჟო გადასახადი.

აღნიშნული ცვლილებები უკვე შეტანილია აშშ-ის რეესტრში.

დეკემბრის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა 90 დღით გადაედო ჩინური საქონელზე დაწესებული საბაჟო გადასახადის გაზრდა. ამასთან, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მაინც გაზრდიდა აღნიშნულ გადასახადებს იმ შემთხვევაში, თუკი ჩინეთი არ მოახდენდა იმ პროგრესის დემონსტრირებას, რომელიც ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული.

აქამდე კი, დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც არგენტინაში გაიმართა, ჩინეთი და შეერთებული შტატები სავაჭრო ომის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა მოილაპარაკეს, რომ სამი თვის განმავლობაში ისინი დაარეგულირებდნენ სავაჭრო საკითხებს და აღნიშნული დროის განმავლობაში არ აწევდნენ უკვე დაწესებული საბაჟო გადასახადების მოცულობას.

Comments
Loading...