აშშ-მა შესაძლოა Johnson & Johnson-ის 70 მილიონი დოზა ვაქცინა დაბრაკოს

8

აშშ-მა შესაძლოა კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ ნაწარმოები დაახლოებიტ 70 მილიონი დოზა ვაქცინა დაბრაკოს.

საუბარია პრეპარატზე, რომელიც წარმოებულია ბალტიმორის ქარხანაში, სადაც ადრე J&J-ის 15 მილიონი დოზა ვაქცინა ადამიანური შეცდომის გამო გაფუჭდა. ამ ინციდენტის შემდეგ, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) შიშობს, რომ შესაძლოა მომხდარის შედეგად პრეპარატის სხვა პარტიებიც დაბინძურდა.

ინციდენტის შემდეგ, აშშ-ს ხელისუფლებამ გადადო ვაქცინის მიწოდება მანამ, სანამ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია არ დაასრულებს თავის გამოკვლევას.

Comments
Loading...