აშშ-მა ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა

30

ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ავრცელებს.

“ჩვენ ვაგრძელებთ მადუროს კორუფციის მხილებას და ჩვენი ქმედებები იმას ნიშნავს, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ მიითვისონ ვენესუელი ხალხის აქტივები”, – აცხადებს ბოლტონი.

PDVSA ვენესუელის უმსხვილესი შემოსავლების წყაროა და იგი აგრეთვე ფლობს ამერიკული ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას Citgo Petroleum, რომელიც რესპუბლიკის უცხოური აქტივების ყველაზე მსხვილი შემოსავლის წყაროა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები იმისათვის დაწესდა, რომ ხელი შეუშალოს მადუროს მმართველობას სანავთობო კომპანიისგან ფულადი რესურსის მიღებაში.

ბოლტონის განცხადების მიხედვით, აშშ კომპანია PDVSA-ს აქტივების მინიმუმ 7 მილიარდ აშშ დოლარს დაბლოკავს, რასაც დაემატება ექსპორტის 11 მილიარდ დოლარიანი დანაკარგი.

Comments
Loading...