აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ, Facebook-მა 100 გვერდი დაბლოკა

27

Facebook Inc-მა, ამერიკის არჩევნების წინ 30 საეჭვო გვერდი და მის მფლობელობაში არსებული Instagram-ის 85 ექაუნთი დაბლოკა. ამის შესახებ კომპანია თავის ოფიციალურ ბლოგზე წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საეჭვო ანგარიშების ძირითადი ნაწილი ფრანგულ და რუსულ, ხოლო Instagram-ზე – ინგლისურ ენებზეა.

სოციალური ქსელის დაბლოკილ გვერდებსა და ექაუნთებზე აქტივობა ძირითადად ეხებოდა ცნობილ ადამიანებსა და პოლიტიკოსებს. ამასთან დაკავშირებით, Facebook-მა, აღნიშნული ექაუნთების შემოწმება დაიწყო, კერძოდ, აქვთ თუ არა მათ რუსეთთან კავშირი.

სექტემბერსა და ოქტომბერში, Twitter-მა ათასი ექაუნთი წაშალა, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებდა, არ მიეღოთ მონაწილეობა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ამერიკაში 6 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

მაშინ Twitter-მა და Facebook-მა, ამ ყველაფერთან ჩინეთის შესაძლო კავშირის შესახებ ვერაფერი დაადგინეს, თუმცა მსგავსი ქმედება მათ რუსეთისა და ირანისგან დაუშვეს.

Comments
Loading...