აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხო პროდუქტად აღიარა

3

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხო პროდუქტად პირველად აღიარა და ქვეყანაში მისი გაყიდვის რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ გეგმავს ელექტრონული სიგარეტის შესყიდვისათვის მინიმალური ასაკი გაზარდოს.

აშშ-ის მარეგულირებელმა დაამტკიცა Ruse Reynolds-ის მიერ წარმოებული Vuse-ის მარკის სამი ელექტრონული სიგარეტი.

ელექტრონული სიგარეტი ფართოდ არის გავრცელებული შეერთებულ შტატებში, მაგრამ ბოლო დროს გაიზარდა შეშფოთება მოზარდებში დამოკიდებულების შესახებ. მწარმოებლები უკვე ერთ წელზე მეტია ელოდებიან FDA–ს ოფიციალურ ნებართვას.

Comments
Loading...