აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველომ თავისი ფასეულობა დაამტკიცა ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში

22

,,საქართველოს დასავლური მომავალი გასულ კვირას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. თანამდედობაზე დადასტურების ფარგლებში ჩატარებული მოსმენის დროს აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს როგორც კი მის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ბლინკენის განცხადება დროულია”,- გამოცემა ,,Middle East Institute” სტატიას სახელწოდებით ,, ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართებით – ახალი იმედი ჩნდება საქართველოსთვის? ‘’ აქვეყნებს.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, ახლა უკვე თანამდებობაზე დამტკიცებულმა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა 2008 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე ამერიკის მიერ დადებული პირობა გაიმეორა , რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანდება როდესაც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და რომ ამ ეტაპზე საქართველომ თავისი ფასეულობა დაამტკიცა ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში.

სტატიის ავტორის, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის საზღვრისპირა ევროპის ინიციატივის უფროსი მკვლევარის იულია იოჯას თქმით, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დასავლური კურსის წამოწევით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დააკვირდებიან სიტუაციას და ნახავენ ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა რამდენად შეძლებს რეგიონალურ უსაფრთხოებაში ცვლილების მოხდენას.

“საქართველო რუსეთის მხრიდან მზარდ პოლიტიკურ ზეწოლას და საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ყოფნას განიცდის, რაც ახლახან მთიან ყარაბახში მეორე ომის გამო გამწვავდა. ამავდროულად, ათწლეულის განმავლობაში ჩიხური სიტუაციის შემდეგ, მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში.

საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დასავლური კურსის წამოწევით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დააკვირდებიან სიტუაციას და ნახავენ ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა რამდენად შეძლებს რეგიონალურ უსაფრთხოებაში ცვლილების მოხდენას. ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, ახლა უკვე თანამდებობაზე დამტკიცებულმა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა 2008 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე ამერიკის მიერ დადებული პირობა გაიმეორა: საქართველო ალიანსში გაწევრიანდება როდესაც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ ეტაპზე საქართველომ თავისი ფასეულობა დაამტკიცა ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში.

რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და მისი 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული იმის საპასუხოდ, რომ ალიანსმა ვერ შესძლო კონსენსუსის მიღწევა საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ, რომელიც ნათლად გაწერდა წევრობის გზას. ბუშის ადმინისტრაციის რეაქცია სუსტი იყო, ხოლო მოგვიანებით ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა არჩია. 2008 წელს საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ქვეყანამ დასავლეთელი პარტნიორების დახმარებით შეძლო კონფლიქტის ეკონომიკური გავლენის დაძლევა და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ სტაბილურ დემოკრატიად განვითარდა. თან, საქართველო ალიანსში გაწევრიენების ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

თუმცა საქართველოს უსაფრთხოება თანმიმდევრულად უარესდებოდა რუსეთის აგრესიის ფონზე. 2008 წლიდან რუსეთმა ჰიბრიდული ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ ბორდერიზაციის, ემბარგოების, პასპორტიზაციისა და კიბერ თავდასხმების სახით. მოსკოვის მიერ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრამ და შავი ზღვის შედეგობრივმა მილიტარიზაციამ გაამწვავა საქართველოს დაუცველობა. სულ ახლახან, მთანი ყარაბახის მეორე ომმა დამატებით 2000 რუსი „მშვიდობისმყოფელების“ კონცენტრაცია გამოიწვია საქართველოს სამხრეთით. დასავლეთი უმოქმედოდ უყურებდა მოვლენებს, რადგან ევროპის საზღვრები შეიცვალა და რუსეთმა მეტი კონტროლი მოიპოვა დასავლეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და მნიშვნელოვან რესურსებზე”, – წერს გამოცემა.

Comments
Loading...