აშშ-ის საფონდო ბირჟების მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა

33

აშშ-ის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად შემცირდა. NASDAQ Composite-მა 162,48 პუნქტი (2,31%) დაკარგა და 6866 პუნქტი შეადგინა. Dow Jones-ის ინდექსი 518,57 პუნქტით დაეცა (2,07%), 24498,87 პუნქტამდე. Standard & Poor’s 500 კი 49 პუნქტით (1,86%), 2641,73 პუნქტამდე დაეცა.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, ამგვარად NASDAQ-ზე გადანაწილდა ზრდა, რომელიც 2018 წლის დასაწყისიდან იქნა მიღებული. ვარდნაში თავისი წვლილი შეიტანა ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასების დაცემამ, კერძოდ Apple-ის აქციები 3,6%-ით შემცირდა, ხოლო Amazon-ის, Facebook-ისა და Netfliх-ის აქციები მინიმუმ 2,5%-ით გაიაფდა.

ოქტომბრის დასაწყისში, ჩინეთთან სავაჭრო ომის ფონზე, მაღალტექნოლოგიური ბირჟის ინდექსმა NASDAQ 100 აჩვენა ვარდნა. 10 ოქტომბერს, ვარდნამ 4,44% შეადგინა (327,12 პუნქტი). NASDAQ-ის საერთო ინდექსი უარყოფითი ნიშნულით დაიხურა 4,08% (ვარდნა 315,97 პუნქტით).

Comments
Loading...