აშშ-ის სანქციების გამო, ვენესუელის ეკონომიკამ 38 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა

51

ვენესუელის დაგეგმარების ვიცეპრეზიდენტის რიკარდო მენენდესის განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად გამოწვეული პირდაპირი დანაკარგები ეროვნულ ეკონომიკაში 38 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მისი თქმით, ამ თანხიდან 23 მილიარდი აშშ დოლარი მშპ-ის შემცირების მაჩვენებელია, ხოლო 15 მილიარდი აშშ დოლარი მოდის Citgo-ს დანაკარგებზე. ეს ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის შვილობილი კორპორაციაა, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მუშაობს.

“თუკი ამას 20 მილიარდ აშშ დოლარს დავუმატებთ, მაშინ საუბარია 58 მილიარდ აშშ დოლარის მოცულობის დანაკარგზე”, – აღნიშნა ვიცეპრეზიდენტმა.

World Economics-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა, 2011 წელს, დოლარებში ვენესუელის მშპ-მ PPP-ზე 534 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 381 მილიარდ აშშ დოლარამდე დავიდა.

ამასთან, მშპ ქვეყნის სულ მოსახლეზე 17901 აშშ დოლარიდან 10778 აშშ დოლარამდე დაეცა.

Comments
Loading...