აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა 12 რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

39

ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტმა, 12 რუსული კომპანიის წინააღმდეგ, რომელთა ქმედებებიც, უწყების მოსაზრებით ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ნაციონალურ ინტერესებს, ან საგარეო პოლიტიკას, სანქციები დააწესა.

დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის ფედერალური რეესტრის საიტზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ ოფიციალურად ტექსტი 2018 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნდება. სწორედ აღნიშნულ თარიღს შევა სანქციები ოფიციალურად ძალაში.

იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე, სანქციების სიაში მოხვედრილი რომელიმე კომპანიიდან, ამერიკული წარმოშობის კომპანიისთვის საქონლის მიყიდვას განიძრახავს, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტი მას მიწოდებისთვის ლიცენზიას არ მიანიჭებს.

კომპანიებს, რომლებიც დაარღვევს ახალ წესებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მილიონ აშშ დოლარამდე ჯარიმა, ან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Comments
Loading...