აშშ-ის საელჩო: თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ ჩვენთან 9 მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ, რაც ყოველდღიურად აძლიერებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას
“ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ იმ ქალების გამორჩეულ წვლილს, რომლებმაც ახალი გზა გაკვალეს უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად. თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ აშშ-ის საელჩოში საქართველოში ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ. მათი საქმიანობა ყოველდღიურად აძლიერებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ფეისბუზქე“ წერს.