აშშ-ის მონაცემთა ბაზიდან, COVID-19-ის პირველადი ვარიანტის გენეტიკური კოდის შესახებ ინფორმაცია გაქრა

7

აშშ-ის მონაცემთა ბაზიდან, ვუჰანის ლაბორატორიიდან 2019 წლის ბოლოს ამოღებული, COVID-19-ის პირველადი ვარიანტის გენეტიკური კოდის შესახებ ინფორმაცია გაქრა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

მონაცემები თავდაპირველად 2020 წლის მარტში გადაეცა აშშ-ში განთავსებულ Sequence Read Archive-ს. იმავე მკვლევარმა კი 3 თვის შემდეგ, ივნისში “მოითხოვა ამოღება”, განაცხადა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა.

პოლიტიკოსები და აკადემიკოსები მთელი მსოფლიოდან სულ უფრო უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჩინეთის მცდელობებზე, ხელი შეუშალონ Covid-19-ის წარმოშობის გამოძიებას.

ტრამპის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლებამ ვუჰანის ლაბორატორიიდან COVID-19-ის გავრცელების დამადასტურებელი მტკიცებულებები გაანადგურა.

Comments
Loading...